ბარსელონაში ხავის და ჟორდი ალბას კონფლიქტი აღმოიფხვრა
„ბარსელონაში“ ხავის და ჟორდი ალბას კონფლიქტი მოგვარდა.
იწერებოდა, რომ გასულ ზაფხულს „ბარსას“ მწვრთნელს და მარცხენა მცველს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა, როცა კლუბი მის „ინტერში“ იჯარით გაშვებას ფეხბურთელის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ცდილობდა, ალბამ კი ტრანსფერზე უარი თქვა, რადგან მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცოდა.
AS-ის ინფორმაციით, ალბა შეეგუა იმ ფაქტს, რომ „ბარსაში“ მოწინავე როლებს აღარ შეასრულებს და შესაბამისად, არც სასტარტოს უცვლელი წევრი იქნება.
ხშირ შემთხვევაში, ალბას ნაცვლად ხავი დაცვის მარცხენა ფლანგს ახალგაზრდა ბალდეს ანდობს.
მიმდინარე სეზონში ალბამ ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.