კლოპი: "თუ ხალხს ჩემი სჯერა, არც და ვერც წავალ!"
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, გუნდიდან თვითნებურად წასვლა გამორიცხა.
მიმდინარე სეზონში მერსისაიდული გუნდის შედეგები საგრძნობლად გაუარესდა, გუნდი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, რამაც კლოპის შესაძლო წასვლაზე საუბრები გაახშირა.
„თუ ხალხს ჩემი სჯერა, ამ რთულ პერიოდს ერთად გადავივლით, დიდებული დრო კვლავ აუცილებლად დადგება.
არც და ვერც წავალ, ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. რთული დრო გვიდგას, თუმცა ეს კლუბი განსაკუთრებულია, ამიტომაც ჩვენ გვჯერა.“, - ციტირებს კლოპის სიტყგვებს ფაბრიციო რომანო.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულის“ მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება, მატჩი მომდევნო კვირაში გაიმართება.