ავტორიზაცია

წარმოუდგენელი მაჩვენებელი: ნაპოლიმ იტალიის სერია A-ს მორიგი რეკორდი დაამყარა

წარმოუდგენელი მაჩვენებელი: ნაპოლიმ იტალიის სერია A-ს მორიგი რეკორდი დაამყარა
თარიღი 14 Feb 2023, 04:06
"ნაპოლი" იტალიის სერია A-ს რეკორდების მოხსნას განაგრძობს.

კვირას, ლუჩიანო სპალეტის გუნდმა "კრემონეზე" (3:0) დაამარცხა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ.

ერთი დღის შემდეგ, "ინტერმა" - ამ დროისთვის ნეაპოლური გუნდის მთავარმა მდევარმა - ვერ დაამარცხა "სამპდორია" (0:0), რის გამოც "ნაპოლის" უპირატესობა ტურის ბოლოს 15 ქულამდე გაიზარდა.

La Gazzetta dello Sport-ის თანახმად, 22 ტურის შემდეგ 15 ქულით უპირატესობა არის სერია A-ს რეკორდი 1994/95 წლების სეზონიდან, როდიდანაც გამარჯვებულს სამი ქულა ენიჭება. 

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდსმენი სწორედ "ინტერი" იყო, რომელიც 2006/07 სეზონში 22 ტურის შემდეგ 11 ქულით უსწრებდა კონკურენტებს. ამასთან, "ნერაძურის" მაშინ ანგარიშზე 60 ქულა ჰქონდა - ერთით მეტი ვიდრე ამჟამად "ნაპოლის" აქვს.