ავტორიზაცია

[პრევიუ] ჩემპიონთა ლიგა ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება!

[პრევიუ] ჩემპიონთა ლიგა ბრწყინვალე მატჩებით ბრუნდება!
თარიღი 14 Feb 2023, 10:34
2-თვიანი პაუზის შემდეგ გულშემატკივრებისთვის ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება.

უდიდეს ინტერესს იწვევს ტურნირის ორი ფავორიტის - მიუნხენის “ბაიერნისა” და “პსჟ”-ს დაპირისპირება, თუმცა არანაკლებ ველით “ტოტენჰემისა” და “მილანის” მატჩს.  

პსჟ” - “ბაიერნი”

რაც არ უნდა უცნაური იყოს, აღნიშნულ მატჩს “პსჟ” არც თუ ისე კარგი განწყობით ხვდება, რადგან გუნდმა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი წააგო. არის ამ ყველაფრის მიზეზი მბაპეს არ ყოფნა?

ფაქტია, პარიზელებს მბაპეს გარეშე უჭირთ და ამ მომენტამდე უცნობია, ითამაშებს თუ არა დღეს “ბაიერნის” წინააღმდეგ.

თავის მხრივ, “ბაიერნი”, მცირე ჩავარდნების შემდეფ, უკვე ზედიზედ 20 მატჩია დაუმარცხრბელია და მორიგ
ტიტულს უმიზნებს.

დღევანდელ მატჩში რეკორდმაისტერის დანაკლისი დიდია - შეხვედრას ნოიერი, მანე, მაზრაუი და ერნანდესი გამოტოვებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: დონარუმა, რამოსი, მარკინიოსი, პერეირა, ჰაკიმი, რუისი, ვერატი, მენდეში, ვიტინია, მესი, ნეიმარი

ბაიერნი: ზომერი, დევისი, დე ლიხტი, უპამეკანო, კანსელო, გორეცკა, კიმიხი, კომანი, გნაბრი, მუსიალა, მიულერი

მილანი” - “ტოტენჰემი”

ეს ის ერთ-ერთი დაპირისპირებაა, სადაც შანსები თანაბარია. მილანელები სერია ა-ში საჩემპიონო ბრძოლას ნელ-ნელა ეთიშებიან და მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე ღირსეული გამოსვლაა.

როსონერი შეხვესრას ცუდ ფორმაში
ხვდება. ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგეს და მხოლოდ ერთი მოიგეს. ისინი ფლორენცის, ბენასერის, იბრაჰიმოვიჩის, მენიოს და დესტის გარეშე ითამაშებენ.

“ტოტენჰემმა” ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო და 2 წააგო. ისინი გუნდის მთავარი მეკარის, უგო ლორისის გარეშე ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგებლობები

მილანი: მირანტე, კალაბრია, კალულუ, კიაერი, ერნანდესი, ტონალი, კრუნიჩი, საელმეკერსი, დიასი, ლეაო, ჟირუ

ტოტენჰემი: ფორსტერი, რომერო, დაიერი, დევისი, როიალი, სკიპი, სარი, პერიშიჩი, კუკუსევსკი, სონი, კეინი