გვარდიოლამ ჯერარდს მოუბოდიშა: "ძალიან მრცხვენია, რადგან სტივენი არ იმსახურებს ასეთ სიტყვებს"
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა "ლივერპულის" ყოფილ ნახევარმცველ სტივენ ჯერარდს ბოდიში მოუხადა.
"მინდა ბოდიში მოვუხადო სტივენ ჯერარდს ბოლო პრესკონფერენციაზე ჩემი სულელური კომენტარისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პრესკონფერენციაზე "ქალაქელების" მწვრთნელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მანჩესტერ სიტის ბრალია, რომ ჯერარდს 2014 წელს ჩელსისთან მატჩში ფეხი დაუსრიალდა?".
"მინდა ბოდიში მოვუხადო სტივენ ჯერარდს ბოლო პრესკონფერენციაზე ჩემი სულელური კომენტარისთვის.
ძალიან მრცხვენია, რადგან სტივენი არ იმსახურებს ასეთ სიტყვებს. მე პირადად მას ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ასევე მინდა ამის საჯაროდ გაკეთება.
ბოდიში მოვუხადე არა მხოლოდ მას, არამედ მთელ მის ოჯახს. “, - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.