ავტორიზაცია

ისტორია დაიწერა - ბაიერნის წინააღმდეგ პსჟ-ს რიგებში 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელი თამაშობს

ისტორია დაიწერა - ბაიერნის წინააღმდეგ პსჟ-ს რიგებში 2006 წელს დაბადებული ფეხბურთელი თამაშობს
თარიღი 15 Feb 2023, 00:41
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ „პსჟ-ს“ რიგებში 16 წლის ფეხბურთელი უპირისპირდება.

2006 წელს დაბადებული ფრანგი ფეხბურთელი, უორენ ზაირე-ემერი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა არც მეტი, არც ნაკლები, მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში.

16 წლის ასაკში ფრანგი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე პლეი-ოფის მატჩში სასტარტოში მოხვედრილა.

შედარებისთვის, როცა ზაირე-ემერის ერთ-ერთი თანაგუნდელის, ლეო მესის დებიუტი შედგა „ბარსელონაში“, ფრანგი ჯერ დაბადებულიც კი არ ყოფილა, ახლა კი ისინი ერთად უპირისპირდებიან მიუნხენურ გრანდს.