ხმამაღლა ლაპარაკს და უცენზურო სიტყვებსაც არ მოერიდა - გაბრაზებულმა მბაპემ ბაიერნთან მატჩის შემდეგ თანაგუნდელებს მიმართა
„ბაიერნთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, „პსჟ-ს“ ლიდერი კილიან მბაპე გასახდელში, თანაგუნდელების წინ, სიტყვით წარსდგა.
როგორც იცით, „პარკ დე პრენსზე“ საფრანგეთის ჩემპიონი „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა და მეოთხედფინალში გასვლის შანსები შეიმცირა.
თამაშის შემდეგ, 24 წლის მბაპემ, რომელიც „პსჟ-ს“ ლიდერად მოიაზრება როგორც გასახდელში, ისე საფეხბურთო მოედანზე, თანაგუნდელებს მიმართა.
როგორც FootMercato წერს, მბაპეს გამოსვლა ლიდერის სიტყვებს ჰგავდა, რომელიც თანაგუნდელების გამოფხიზლებას ცდილობდა და არც უცენზურო და ხმამაღალი სიტყვების თქმას ერიდებოდა.
კილიანი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, რადგან ტრავმის გამო სრული 90 წუთის ჩატარება არ შეეძლო. მიღებულ დროში მან ორი გოლი გაიტანა, თუმცა ორივე თამაშგარის გამო გაუქმდა.

საპასუხო შეხვედრა 8 მარტს „ალიანც არენაზე" გაიმართება.