სკანდალი ესპანეთში - ბარსელონამ სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს 1.4 მილიონი ევრო გადაურიცხა

„ბარსელონა“ ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის წარმოადგენელს ფულს უხდიდა.
SER Catalunya-ზე გასული გადაცემა Qué t’hi jugues-ზე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ კლუბმა 1.4 მილიონი ევრო გადაურიცხა კომპანია DASNIL 95-ს, რომელიც ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას ეკუთვნის. ეს თანხა „ბარსამ“ სამ ტრანზაქციად 2016-2018 წლებში გადარიცხა. მაშინ, ენრიკეს ნეგრეირა ესპანეთის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
საქმეს კატალონიის პროკურატურა განიხილავს. ენრიკეს ნეგრეირამ ჩვენება უკვე მისცა და განაცხადა, რომ ეს თანხა მან კლუბისგან კონსულტაციური სამუშაოების გაწევისთვის მიიღო და მსაჯების „კეთილი განწყობის“ მოპოვების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
თუმცა, ენრიკეს ნეგრეირამ ვერ წარუდგინა საგადასახადო სამსახურს ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მან „ბარსელონას“ რაიმე საკითხში კონსულტაცია გაუწია.
სპეციალისტი სამსაჯო კომიტეტის ტექნიკური ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 1994-2018 წლებში იკავებდა.