VIDEO: პრემიერ ლიგის პირველი წრის ცენტრალურ შეხვედრაში სიტიმ არსენალს დამსახურებულად მოუგო
პრემიერ ლიგის ტურის ან საერთოდ წრის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები, „არსენალი“ და „მან სიტი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა „ემირეითს სტედიუმზე“ გაიმართა გადადებული მე-12 ტურის ეგიდით და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ანგარიში 24-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გახსნა, რომელმაც ტომიასუს შეცდომით ისარგებლა და „სიტი“ დააწინაურა. 42-ზე ბუკაიო საკამ პენალტი უზადოდ შეასრულა და ტაიმი ფრედ დაასრულა.
თუმცა, მეორე ნახევარში „სიტი“ აშკარად უკეთესი იყო მოედანზე და ეს ანგარიშშიც გამოისახა - 72-ე წუთზე ჯეკ გრილიშს ილკაი გუნდოგანმა გაატანინა, 82-ზე კი კევინ დე ბრუინის ასისტით ერლინგ ჰოლანდმა მატჩში წერტილი დასვა.
„სიტიმ“ 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში „არსენალს“ უკეთესი ბურთების შეფარდებით გადაასწრო, „მეთოფეებსაც“ ამდენივე ქულა აქვთ, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები ჩატარებული.