ავტორიზაცია

მესის პსჟ-დან წასვლა სურს და არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს

მესის პსჟ-დან წასვლა სურს და არჩევანს ორ კლუბს შორის გააკეთებს
თარიღი 16 თებ 2023, 11:11
არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი ამ სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს დატოვებს.

როგორც Lequipe-ის იტყობინება, 35 წლის არგენტინელი კარიერის გასაგრძელებლად ორ ვარიანტს განიხილავს.

პირველი ვარიანტია MLS-ში გადასვლა, სადაც სამხრეთამერიკელის მომსახურებით მაიამი „ინტერი“ იჩენს. 

მეორე ვარიანტი არის დაბრუნება კატალონიურ "ბარსელონაში", რომელშიც ლეო 2005 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა.

მესის პარიზულ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი  სეზონის ბოლოს ეწურება. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა "პსჟ"-ს შემადგენლობაში 26 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.