განგაში კატალონიაში - მანჩესტერთან საპასუხო მატჩს გუნდის 3 წამყვანი ნახევარმცველი გამოტოვებს
„ბარსელონას“ ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველი, პაბლო გავი, 23 თებერვალს „მან იუნაიტედთან“ გასამართ საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს.
ესპანელმა „კამპ ნოუზე“ ფრედ დასრულებული (2:2) მატჩის 73-ე წუთზე, ფრედზე დაჯარიმების გამო ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„ბარსელონას“ მდგომარეობას ის ამძაფრებს, რომ პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო გუნდის სხვა წამყვანმა ნახევარმცველმა, პედრიმ, რომელსაც ასევე გარკვეული პერიოდი გაუცდება და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრაში გუნდს ისიც ვერ დაეხმარება.

„ოლდ ტრაფორდის" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს სერხიო ბუსკეტსიც, რომელმაც ტრავმის გამო დღევანდელი მატჩიც გამოტოვა.