ავტორიზაცია

ხავი: "აშკარა პენალტი იყო და მსაჯს ამის შესახებ ვუთხარი, მან კი თავისი მიზეზი განმიმარტა"

ხავი: "აშკარა პენალტი იყო და მსაჯს ამის შესახებ ვუთხარი, მან კი თავისი მიზეზი განმიმარტა"
თარიღი 17 Feb 2023, 00:50
ხავი ერნანდესმა „მან იუნაიტედთან“ ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

„თანაბარი თამაში გამოვიდა. ძალიან კარგ, შრომისმოყვარე და ფიზიკურად ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა იბრძოლოს.

თუმცა, საჭირო მიდგომა გამოვნახეთ. იყო შეგრძნება, რომ გამარჯვების გოლის გატანა შეგვეძლო. ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ გადაწყდება.

მიმაჩნია, რომ ფრედს 85-ე წუთზე ბურთი ხელში მოხვდა. თამაშის შემდეგ არბიტრთან მივედი და ვუთხარი, რომ აშკარა პენალტი იყო. ასეთია ჩემი აზრი, მაგრამ ეს ვერაფერს ვერ შეცვლის. მსაჯმა მითხრა, რომ ხელი სხეულთან ახლოს ჰქონდა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს პენალტია.

გვინდოდა მოგება და მატჩის მიწურულს ამის კარგი შანსიც გვქონდა. სამწუხაროა, რომ არ გამოვიდა.“, - აღნიშნა ხავიმ.