ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩს კოსტაკურტას რეკორდის მოხსნა სურს

იბრაჰიმოვიჩს კოსტაკურტას რეკორდის მოხსნა სურს
თარიღი 17 Feb 2023, 12:25
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა მოედანს იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში დაუბრუნდეს, რომელშიც "მილანი" "მონცას" დაუპირისპირდება. 

შვედის მოტივაციას ორი ფაქტორი მეტად ზრდის. ჯერ ერთი, მას არასოდეს უთამაშია "მონცას" წინააღმდეგ და მეორეც, იბრაჰიმოვიჩს სურს გახდეს ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირი სერია A-ში. 

ახლა ეს რეკორდი "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს ალესანდრო კოსტაკურტას ეკუთვნის, რომელმაც 2007 წლის მაისში 41 წლის ასაკში გაიტანა.