აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე: "მიკვირს, რომ ახალგაზრდა ქართველს ამდენი თვისება აღმოაჩნდა"
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე La Gazzetta dello Sport-ი გერმანული გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლივერ გლასნერს დაუკავშირდა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა.
"კვარაცხელია? მასზე არაფერი ვიცოდი. მიკვირს, რომ ახალგაზრდა ქართველს ამდენი თვისება აღმოაჩნდა და სერია A-ში თავი ასე სწრაფად დაიმკვიდრა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.

ხშირად ის ფლანგზე რჩება და შემდეგ დრიბლინგით ცენტრისკენ იწევს, რადგან დარტყმა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით შეუძლია.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფლანგის ფეხბურთელები მარტო არ დავტოვოთ და დავეხმაროთ, რათა მისი თვისებების კონტროლი მოვახერხოთ. ", - განაცხადა გლასნერმა.
გერმანული გუნდი ნეაპოლელებს 21 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 15 მარტს გაიმართება.