ავტორიზაცია

ბენიტესი: "მიცდია თუ არა რონალდუსთვის ჯარიმების დარტყმის სწავლება? მასთან ერთი საუბარი მქონდა, სხვა ყველაფერი ტყუილია"

ბენიტესი: "მიცდია თუ არა რონალდუსთვის ჯარიმების დარტყმის სწავლება? მასთან ერთი საუბარი მქონდა, სხვა ყველაფერი ტყუილია"
თარიღი 17 თებ 2023, 23:58
რაფაელ ბენიტესის თქმით, მას კრიშტიანუ რონალდუსთვის ჯარიმების დარტყმის სწავლება არ უცდია.

ესპანელი მწვრთნელი „რეალში“ 2015 წლის ზაფხულიდან 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა და იწერებოდა, რომ რონალდუს მისი ჯარიმების გაუმჯობესების ინსტრუქცია ჩაუწერა, რამაც პორტუგალიელის გაღიზიანება გამოიწვია.

„ერთადერთი მითითება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს მივეცი, რადგან მას „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ვიცნობდი, იყო მაშინ, როცა მის ჯარიმებს ვაანალიზებდით.

ჩვენ შევაფასეთ ტრაექტორია, ვნახეთ, შეგვიძლია თუ არა რაღაც კორექტივების შეტანა, დავინახეთ, რომ არ შეგვიძლია და დავივიწყეთ ამის შესახებ.

ეს ჩემი ერთადერთი საუბარი იყო მასთან, სხვა ყველაფერი - ტყუილია. როცა ის ჯარიმებს ჩემი წასვლის შემდეგ ასრულებდა, მისი სტატისტიკა გაუარესდა. გამიკვირდა, რომ ჟურნალისტები, რომლებსაც ვიცნობ, რაღაცას ჩემთან გასაუბრების შემდეგ ამბობდნენ.“, - აღნიშნა ბენიტესმა.