BREAKING: ყატარელმა შეიხმა მანჩესტერ იუნაიტედის 100%-იანი წილის შეძენაზე შეთავაზება გააკეთა

ყატარელი შეიხი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენას ცდილობს.
შეიხმა იასიმ ჰამად ალ ტანიმ კლუბის 100%-იანი წილის შესაძენად გლეიზერების ოჯახს ოფიციალურად მიმართა:
„ჩვენი მიზანია კლუბს ყოფილი დიდება დავუბრუნოთ, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რომ გულშემატკივრები „მანჩესტერ იუნაიტედის გულში დავაბრუნოთ.“ - ნათქვამია შეიხის განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხა შესთავაზეს გლეიზერების ოჯახს, ან რა პოზიცია უკავიათ მათ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით.

ალ ტანის ოჯახის კაპიტალი ოფიციალური ცნობებით 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.