ავტორიზაცია

VIDEO: კვარა - ოსიმენის მორიგი შოუ და ჩემპიონობა ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო ახლოსაა

თარიღი 18 თებ 2023, 01:42
სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.

გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.

41-ე წუთზე ლორიენტემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

ამ გამარჯვებით „ნაპოლიმ“ 62 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ უკვე 18 (!) ქულით უსწრებს, თუმცა თავისი მატჩი ამ ტურში „ნერაძურის“ „უდინეზესთან“ აქვს ჩასატარებელი.