BREAKING: კრისტიან ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვნეს
„ჩელსის", „ნიუკასლის", „ევერტონის" და სხვა გუნდების ექს-ფეხბურთელი, განელი კრისტიან ატსუ თურქეთში მიწისძვრის ნანგრევებში გარდაცვალილი იპოვნეს.
5 თებერვალს „ჰატაისპორმა" „ქასიმფაშას" 1:0 ატსუს მიერ 97-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოუგო, მეორე დღეს კი ფეხბურთელი ასეთ ტრაგედიას შეეწირა.
31 წლის ფეხბურთელი 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოჰყვა და მას შემდეგ, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იპოვნეს და ცოცხალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, მალევე ეს სიახლე მისმა აგენტმა უარყო.
დღეს კი, იმავე აგენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვნეს.
როგორც პრესაში დაიწერა, მისი გარდაცვალება 6 თებერვალს ცენტრალური ევროპული დროით 6 საათისთვის არის დაფიქსირებული, მიწისძვრიდან რამდენიმე საათში.
5 თებერვალს „ჰატაისპორმა" „ქასიმფაშას" 1:0 ატსუს მიერ 97-ე წუთზე გატანილი ჯარიმით მოუგო, მეორე დღეს კი ფეხბურთელი ასეთ ტრაგედიას შეეწირა.