კვარაცხელიამ სასუოლოსთან გატანილი გოლით უნიკალური შედეგი დააფიქსირა

სერია ა-ს 23-ე ტურში „ნაპოლიმ“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.
ლუჩიანო სპალეტის გუნდი სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა.
გოლები უკვე ტრადიციულად, „ნაპოლის“ ლიდერებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ (12’) და ვიქტორ ოსიმენმა (33’) გაიტანეს.
კვარაცხელიამ ამ გოლის შემდეგ უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
Opta Sports-ის ცნობით, კვარაცხელიამ სერია A-ში მე-10 გოლი გაიტანა და გახდა ნაპოლის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სეზონში 10+ გოლი გაიტანა 1930 წლიდან მოყოლებული.