ავტორიზაცია

“კვარამ მესის მსგავსი გოლი კი არა, კვარაცხელიას მსგავსი გოლი გაიტანა!” - იური სიომინი

“კვარამ მესის მსგავსი გოლი კი არა, კვარაცხელიას მსგავსი გოლი გაიტანა!” - იური სიომინი
თარიღი 18 თებ 2023, 17:11
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ეხმაურება.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ “სასუოლოსთან” ბრწყინვალე გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

“კვარაცხელია თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეს მისთვის უფრო რთულია. ის ყოველ ჯერზე განსხვავებულად ბრწყინვალე გოლებს იტანს.

იყო თუ არა კვარაცხელიას გოლი მესის მსგავსი? - არა, მან კვარაცხელიას მსგავსი გოლი გაიტანა”, - განაცხადა სიომინმა.