ოფიციალურად: ოლიმპიაკოსმა მარსელოს კონტრაქტი გაუწყვიტა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა მარსელომ ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ დატოვა.
ბრაზილიელმა ბერძნულ გრანდთან ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
მარსელო „ოლიმპიაკოსს“ გასული წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა დროის ძირითად ნაწილს მკურნალობას და ფორმაში შესვლას ანდომებდა, რამაც კლუბის გაღიზიანება გამოიწვია და მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყდა.
ბერძნულ გუნდში მარსელომ 10 მატჩის ჩატარება მოასწრო, რომელშიც 3 გოლი გაიტანა.
ახლა ბრაზილიელი მადრიდში დაბრუნდა, თუმცა კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს და სხვადასხვა ვარიანტებს ეძებს.