ავტორიზაცია

მუდრიკი ჩელსიში - 5 მატჩი, 0 გოლი და 0 ზუსტი დარტყმა

მუდრიკი ჩელსიში - 5 მატჩი, 0 გოლი და 0 ზუსტი დარტყმა
თარიღი 18 თებ 2023, 21:32
მიხაილო მუდრიკმა „ჩელსის“ მაისურით 5 შეხვედრაში ვერცერთი შედეგიანი ქმედებით ვერ გამოიჩინა თავი.

22 წლის მრავალმილიონიანმა შენაძენმა „ჩელსის“ მაისურით უკვე ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო, თუმცა კარში ზუსტად ერთხელაც არ დაურტყამს.

დღეს მუდრიკი „საუთჰემპტონთან“ მატჩში 64-ე წუთზე ცვლილებაზე შემოვიდა, იქამდე კი ზედიზედ სამი შეხვედრა სასტარტოში დაიწყო.

მიღებულ დროში უკრაინელმა ერთხელ არაზუსტად დაარტყა, 7 პასი გააკეთა (3 ზუსტი), ვერცერთი მეტოქე ვერ მოატყუა და ვერცერთხელ ბურთი ვერ დაიბრუნა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ფეხბურთელი ამ ზამთარს „შახტარიდან“ 70+30 (ბონუსები) მილიონ ევროდ დაიმატა.