ავტორიზაცია

VIDEO: ამ სეზონში, ნიუკასლს მხოლოდ ლივერპული უგებს - კლოპის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა

თარიღი 18 თებ 2023, 23:28
პრემიერ ლიგის 24-ე ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „ნიუკასლს“ მოუგო.

შეხვედრა „სენტ ჯეიმს პარკზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში მოხდა - მე-10 წუთზე ანგარიში დარვინ ნუნიესმა გახსნა, 17-ზე კი კოდი გაკპომ სხვაობა ორამდე გაზარდა. პირველ შემთხვევაში ასისტენტად ტრენტი მოგვევლინა, მეორეში კი - მო სალაჰი.

22-ე წუთზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ - ცენტრში ხელით თამაშის გამო „ნიუკასლის“ მეკარე ნიკ პოუპი გააძევეს.

„ნიუკასლმა“ ამ სეზონში მეორე მარცხი იწვნია და პირველი 31 აგვისტოს შემდეგ. უკანასკნელად, „კაჭკაჭები“ სწორედ „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.

„ლივერპულმა“ კი ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და 35 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.