ლორის კარიუსი ორი წლის შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს - თანაც, პირდაპირ ფინალში
უდიდესი ალბათობით, ინგლისის ლიგის თასის ფინალში, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩში, „ნიუკასლის“ კარს ლორის კარიუსი დაიცავს.
საქმე ის არის, რომ პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩში, ნიკ პოუპმა, რომელმაც ბურთი საჯარიმოს ფარგლებს გარეთ ხელში აიღო, წითელი ბარათი მიიღო.
გაძევების გამო, პოუპი ფინალურ შეხვედრაში დისკვალიფიცირებული იქნება, „ნიუკასლის“ მეორე კიპერი, მარტინ დუბრავკა კი ამ მატჩს იმიტომ გამოტოვებს, რომ ამ სეზონში ლიგის თასზე „მანჩესტერის“ მაისურით აქვს ნათამაშები, რომელშიც სეზონის პირველი ნახევარი იჯარით გაატარა.
რჩება მხოლოდ გუნდის მესამე გოლკიპერი ლორის კარიუსი, რომელმაც თავისი უკანასკნელი ოფიციალური მატჩი 2021 წლის თებერვალში ჩაატარა.