ავტორიზაცია

VIDEO: ვინის გოლი გაუუქმეს და რონალდუს აღნიშვნა ჩაუშხამეს, თუმცა რეალმა ოსასუნა მაინც გატეხა

თარიღი 19 თებ 2023, 02:02
ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნა“ დაამარცხა.

შეხვედრა „ელ სადარზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრედ და ბრძოლაში გაიმართა, ესპანეთის ჩემპიონმა მეტოქის გატეხვა მხოლოდ 78-ე წუთზე მოახერხა, როცა ვინისიუსის კარგი პასით ფედე ვალვერდემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.



89-ე წუთზე ვინიმ თავადაც გაიტანა და გოლი კრიშტიანუ რონალდუს ახალ სტილში აღნიშნა, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წუთში „რეალმა“ მეორე გოლი მაინც შეაგდო, თავი მარკო ასენსიომ გამოიჩინა და შეხვედრაში წერტილი დასვა.

ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და „ბარსელონასთან“ სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა კატალონიელებს ამ ტურში თავისი მატჩი „კადისთან“ ჯერ კიდევ ჩასატარებელი აქვთ.