ავტორიზაცია

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დააწესა

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დააწესა
თარიღი 19 თებ 2023, 16:45
როგორც მოგეხსენებათ მადრიდის "რეალი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით ინტერესდება. იტალიურმა "ნაპოლიმ" ქართველი გარემარბის სატრანსფერო ფასი დააწესა.

ნეაპოლური კლუბი 22 წლის ფეხბურთელს იმ შემთხვევაში დათმობს, თუ ისინი 100 მილიონ ევროზე მეტ შეთავაზებას მიიღებენ, იტყობინება AS.

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში კვარამ ყველა ტურნირზე 24 მატჩში 12 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.