რამდენს გამოტოვებს ნეიმარი და ითამაშებს თუ არა ბაიერნთან საპასუხო მატჩში?

დღეს „ლილთან“ ლიგა 1-ს მატჩში ნეიმარს ფეხი გადაუბრუნდა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.
ფეხბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზევე ვერ შეძლო ემოციების მოთოკვა და ატირდა.
მატჩის შემდეგ, „პსჟ-ს“ მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ აღნიშნა, რომ ნეიმარს ტერფის მყესები აქვს გაჭიმული, როგორც Le Parisien იტყობინება, 31 წლის ფორვარდი სამ კვირამდე გამოტოვებს.
შესაბამისად, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეიმარი „ბაიერნთან“ 8 მარტს გასამართ საპასუხო შეხვედრაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „ბაიერნმა“ სტუმრად 1:0 მოიგო, საპასუხო შეხვედრა მიუნხენში გაიმართება.