VIDEO: "მე ის სკამზე დავსვი და ესეიგი, ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა, ის ძალიან ცუდია", - მოურინიომ კასილასი დატროლა
ჟოზე მოურინიო იკერ კასილასს გაეხუმრა.
დღეს „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ესპანურ მედიალიგაში კლუბ 1K-ს კარს დაიცავს, რომლის პრეზიდენტიც თავად არის.
41 წლის ექს-გოლკიპერის მეტოქე „პორსინიოსი“ იქნება, რომლის მმართველიც ესპანელი ბლოგერი იბაი ლიანოსია, „ქინგს ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
შოუს ფარგლებში ლიანოსი კასილასს პენალტს დაურტყამს და ბლოგერის თქმით, მას ეს პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.
ლიანოსის მხარდაჭერა მსოფლიო ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს, რომლებმაც ვიდეომიმართვა ჩაწერეს. მათ შორის იყვნენ დავიდ დე ხეა, პეპე რეინა, სესკ ფაბრეგასი, კარლეს პუიოლი და სხვები. ასევე, ჟოზე მოურინიოც, რომელიც კასილასთან „რეალში“ მუშაობდა.
„მე ის სკამზე დავსვი და ესეიგი, ამას მიზეზიც ჰქონდა. ის საერთოდ არანაირია. მას პენალტს ადვილად გაუტან.“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.
კონფერენციის მონაწილეებს მოურინიოს ამ სიტყვებზე ემოციური რეაქცია ჰქონდათ. იკერი სიცილისგან იატაკზე გაწვა და ხელები სახით დაიფარა.