ავტორიზაცია

VIDEO: ვინ შეაჩერებს ლა ლიგაში ამ გუნდს? ბარსელონამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

თარიღი 20 თებ 2023, 02:03
ლა ლიგის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში „კადისი“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

43-ე წუთზე ანგარიში სერხი რობერტომ გახსნა, 45+1-ზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა გოლის გატანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „ბარსამ“ ლა ლიგაში წარმატებული სვლა გააგრძელა და 59 ქულით ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს“ 8 ქულით უსწრებს.