ავტორიზაცია

ლივერპულის მფლობელმა კლუბის გაყიდვაზე ინფორმაცია უარყო

ლივერპულის მფლობელმა კლუბის გაყიდვაზე ინფორმაცია უარყო
თარიღი 20 Feb 2023, 22:33
„ლივერპულის“ მფლობელმა უარყო ინფორმაცია, რომ კლუბის გაყიდვას აპირებს.

ნოემბერში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა კომპანია Fenway Sports Group-მა (FGS), რომელიც კლუბს 2010 წლიდან მართავს, „ლივერპულის“ გაყიდვა გადაწყვიტა.

„ვიცი, რომ ბევრი ლაპარაკი და ჭორი დაიწერა „ლივერპულზე“, მაგრამ მე მხოლოდ ფაქტებს ვეყრდნობი: ჩვენ უბრალოდ ამჟამინდელი პროცესის ფორმალიზება მოვახდინეთ.

ვყიდით თუ არა ჩვენ კლუბს? არა. დავრჩებით თუ არა ინგლისში სამუდამოდ? არა. ველაპარაკებით თუ არა ინვესტორებს? კი.“ - აღნიშნა კლუბის ერთ-ერთმა თანამფლობელმა ჯონ ჰენრიმ.