ბათუმის ტოპ ტრანსფერი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში?
სულ რამდენიმე დღეში სტარტს საქართველოს ჩემპიონატი აიღებს. ეროვნული ლიგის კლუბებმა შემადგენლობის დაკომპლექტება თითქმის დაარულეს.
თუმცა სატრანსფერო ამბებში “დინამო ბათუმი” კვლავ აქტიურადაა ჩართული და რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას გეგმავს
Goal.ge-ს ინფორმაციით, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველთან გურამ გიორბელიძესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
ჩვენივე ცნობით, საუბარია 1-წლიან იჯარაზე. მოგეხსენებათ, ამჟამად გიორბელიძე პოლონური “ზაგლებიეს” საკუთრებაა.
26 წლის ფეხბურთელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი