ავტორიზაცია

ნაპოლის სპორტული დირექტორი: "რა ღირს კვარაცხელია? არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ"

ნაპოლის სპორტული დირექტორი: "რა ღირს კვარაცხელია? არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ"
თარიღი 22 თებ 2023, 02:40
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩის დაწყებამდე იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ნეაპოლური გუნდის მენეჯერს ჰკითხეს, თუ რა ღირს ქართველი ფეხბურთელი.

"რა ღირს კვარაცხელია? არ მინდა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა და ამ დროს არ მიყვარს ფეხბურთელებისთვის ფასების მინიჭება. 

ამ მონტისთვის ის ტრანსფერზე არ არის. გარდა ამისა, არ ვიცი, რა ღირს, ამას დრო გვიჩვენებს. ამაზე საუბეარი მომავალში უფრო უპრიანი იქნება. ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, ვნახოთ მომავალი რას გვეტყვის. ", - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.