ნაპოლის პრეზიდენტი: "კვარა და ოსიმენი ნაპოლის მაისურით დიდხანს გაიბრწყინებენ"

"ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports Mexico-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
"კონტრაქტების შედგენა ძალიან კარგად გამომდის და როდესაც კვარაცხელია და ოსიმენი ნაპოლიში გადმოვიდნენ, სხვა კლუბების შეთავაზებები დავბლოკეთ, ასე რომ მათი შენარჩუნება არ გაგვიჭირდება.
"კონტრაქტების შედგენა ძალიან კარგად გამომდის და როდესაც კვარაცხელია და ოსიმენი ნაპოლიში გადმოვიდნენ, სხვა კლუბების შეთავაზებები დავბლოკეთ, ასე რომ მათი შენარჩუნება არ გაგვიჭირდება.
არსებობს შემოთავაზებები რომელზეც უარს ვერ იტყვი. არასოდეს იცი რა მოხდება, თუმცა ისინი ნაპოლის მაისურით დიდხანს გაიბრწყინებენ. ",- განაცხადა დე ლაურენტისმა.