საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხედ ჩატარდება
22 თებერვალს სტარტი აიღო საქართველოს 2023 წლის ვირტუალური ჩემპიონატი ავტორბოლაში.
მონაწილეები ერთმანეთს GT3 კლასის სხვადასხვა სარბოლო ავტომობილებით მსოფლიოს 6 ვირტუალურ ავტოდრომზე დაუპირისპირდებიან.
გამარჯვებული დაგროვილი ქულათა ჯამით გამოვლინდება.
საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი გამარჯვებულები და პრიზიორები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას.
გასულ წელს ქართველმა სიმ რეისერმა, სანდრო ჭანტურიამ, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის წარდგენით, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ავტოსპორტის თამაშებზე FIA Motorsport Games. ამავე ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა 2019 წელს არჩილ ციმაკურიძემ.
ტურნირის ორგანიზატორი, კომპანია სიმულექს რეისინგი ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებს.
ტურნირის ორგანიზატორი, კომპანია სიმულექს რეისინგი ჩემპიონატს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ეგიდით ატარებს.
ღონისძიება პირველად კოვიდ-19 პანდემიის დროს, 2020 წელს ჩატარდა. პირველი ჩემპიონი გამოჩენილი ქართველი მრბოლელი, დათა ქაჯაია გახდა, 2021 წელს გამარჯვება ნიკა კობოსნიძემ იზეიმა, ხოლო გასულ წელს პირველი სანდრო თავართქილაძე იყო. ჩემპიონატის ტექნოლოგიური პარტნიორი მიმდინარე წელსაც არის კომპანია ლენოვო.
ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ ფეისბუგ ქვერდზე https://www.facebook.com/Simulexeracing და YouTube არხზე https://www.youtube.com/@SimulexeRacing
ჩემპიონატზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ ფეისბუგ ქვერდზე https://www.facebook.com/Simulexeracing და YouTube არხზე https://www.youtube.com/@SimulexeRacing