მაჰრეზი დიდ ელიტას შეუერთდა - მე-5 აფრიკელი ისტორიაში

ჩემეპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “მანჩესტერ სიტი” “ლაიფციგს” უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქალაქელთა შემტევმა რიად მაჰრეზმა გაიტანა.
მაჰრეზი დიდ ელიტას შეუერთდა და გახდა მე-5 აფრიკელი ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 20 ან მეტი გოლი აქვს გატანილი.
მსგავსი შედეგი მხოლოდ მოჰამედ სალაჰს (44), დიდიე დროგბას (44), სამუელ ეტოოს (30) და სადიო მანეს აქვთ დაფიქსირებული.