ავტორიზაცია

"დღეს დილით მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდივარ", - სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

"დღეს დილით მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდივარ", - სერხიო რამოსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თარიღი 23 Feb 2023, 21:55
მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების ლეგენდამ და ამჟამად „პსჟ-ს“ მცველმა, სერხიო რამოსმა, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ფეხბურთელმა აღნიშნული განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ამის მიზეზიც დაასახელა.

„დადგა დრო, ეროვნულ ნაკრებს დავემშვიდობო, ჩვენთვის საყვარელ წითლებს. დილით მივიღე ზარი ნაკრების მოქმედი მწვრთნელისგან, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებს და არაფერი შეიცვლება, განურჩევლად იმისა, თუ რა დონეზე ვითამაშებ და როგორ განვითარდება ჩემი სპორტული კარიერა.

მჯერა, რომ ჩემი სანაკრებო მოგზაურობა იმსახურებდა, რომ დასრულებულიყო მაშინ, როცა მე გადავწყვეტდი ან თუნდაც მაშინ, როცა ჩემი თამაში აღარ იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებისთვის საკმარისი. თუმცა, არა ასაკის ან სხვა მიზეზების გამო. ასაკი არ არის პრობლემა ან დეფექტი, ის უბრალოდ ციფრებია, რომელიც აუცილებლად არ ისახება თამაშზე ან შესაძლებლობებზე.

ვადიდებ და მშურს ისეთი ფეხბურთელების, როგორიცაა მოდრიჩი, მესი და პეპე. ისინი განასახიერებენ ტრადიციებს, ღირებულებებს და საფეხბურთო სამართალს. სამწუხაროდ, იგივე არ იქნება ჩემთვისაც, იმიტომ რომ ფეხბურთი ყოველთვის არ არის სამართლიანი.

ეს არის ის, რაც უნდა მივიღო და შევეგუო. ამ ინფორმაციას დიდი მწუხარებით გიზიარებთ, მაგრამ მადლობელი ვარ მთელი წლების მანძილზე თქვენი მხარდაჭერისთვის. გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის გუნდის მთელი ვნებით ქომაგობას და ვიამაყებ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მისი მაისური 180-ჯერ მომერგო. უზომოდ დიდი მადლობა იმას, ვისაც ჩემი სჯეროდა.“, - წერს ესპანელი სოციალურ ქსელში.