გუტი მბაპეზე: "თუ სხვაგვარად ფიქრობს, დიდად ცდება"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ "პსჟ"-ს ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
"მბაპე, თუ მადრიდის რეალში გამოჩნდება, გასახდელში ერთ-ერთი იქნება, მეტი არაფერი. თუ სხვაგვარად ფიქრობს, დიდად ცდება.
ფიგუმ და რონალდუმ ეს გაიგეს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ შეიძლება იყოს მადრიდის რეალზე მაღლა. , - ციტირებს გუტის ტვ El Chiringuito TV-ო.