ავტორიზაცია

გუტი მბაპეზე: "თუ სხვაგვარად ფიქრობს, დიდად ცდება"

გუტი მბაპეზე: "თუ სხვაგვარად ფიქრობს, დიდად ცდება"
თარიღი 24 თებ 2023, 10:38
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ "პსჟ"-ს ფორვარდის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

ესპანელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კილიანი მადრიდის "რეალში" გადავა, უნდა შეეგუოს, რომ გასახდელში მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელი იქნება.

"მბაპე, თუ მადრიდის რეალში გამოჩნდება, გასახდელში ერთ-ერთი იქნება, მეტი არაფერი. თუ სხვაგვარად ფიქრობს, დიდად ცდება.

ფიგუმ და რონალდუმ ეს გაიგეს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც კი არ შეიძლება იყოს მადრიდის რეალზე მაღლა. , - ციტირებს გუტის ტვ El Chiringuito TV-ო.