ავტორიზაცია

რონალდინიო ფეხბურთს უბრუნდება

რონალდინიო ფეხბურთს უბრუნდება
თარიღი 24 თებ 2023, 14:05
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც ცნობილია კატალონიურ "ბარსელონასა" და "მილანში" თამაშით, ფეხბურთს უბრუნდება. ინფორმაციას Kings League ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 42 წლის სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი ესპანურ მედიალიგაში მიიღებს მონაწილეობას.

რონალდინიო პორცინოსში პიოს წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა ბარსელონაში 26 თებერვალს გაიმართება.

რონალდინიო "ბარსელონაში" 2003-2008 წლებში თამაშობდა და "მილანის" მაისურს 2008-2011 წლებში იცავდა. 

ბრაზილიის ნაკრებში თავდამსხმელმა 97 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.