რეალის ფეხბურთელები ფიფას დაჯილდოების ცერემონიაზე არ წავლენ - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი და დიდი ალბათობით გუნდის ფეხბურთელები The Best FIFA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე არ წავლენ. ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტი 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის და მადრიდის "რეალის" რამდენიმე მოთამაშე სხვა პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტთა სიაშია, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებენ.

მადრიდის "რეალში" მიაჩნიათ, რომ ტიბო კურტუა, ვინისიუს ჟუნიორი, ლუკა მოდრიჩი და კარიმ ბენზემა ჯილდოების გარეშე დარჩებიან, რადგან მათ დიდი ალბათობით არგენტინელები ლიონელ მესი და ემილიანო მარტინესი მიიღებენ.
მადრიდის რეალს სურს ლა ლიგის, ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფოკუსირება, მაგრამ ცერემონიაზე დასწრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 25 თებერვალს, ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩის შემდეგ იქნება მიღებული.
The Best FIFA-ს დაჯილდოების ცერემონია პარიზში 27 თებერვალს გაიმართება.