კიდევ ერთი დაბრუნება: მიკოლა კოვტალიუკი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
27 წლის უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი გორის "დილაში" დაბრუნდა.
აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
უკრაინელი თავდამსხმელი ბოლოს ყაზახურ "შახტიორში" გამოდიოდა.
კოვტალიუკი შიდაქართლულ გუნდში 2018, 2019 და 2020 წლების სეზონებში გამოდიოდა.
უკრაინელმა ეროვნულ ლიგაში გორული კლუბის რიგებში საერთო ჯამში 55 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა.