"ამ სტადიონზე როცა ჩამოვდივართ, სიტუაცია სულ ჩვენს საწინააღმდეგოდ ვითარდება", - სიმეონემ მსაჯის მუშაობა გააკრიტიკა
„ატლეტიკოს“ მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, „რეალთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩი შეაფასა.
მატჩის 64-ე წუთზე მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ ანხელ კორეა ანტონიო რუდიგერის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მოედნიდან გააძევა.
„ეს არ ყოფილა დარტყმა. რუდიგერის სიმაღლე 194 სანტიმეტრია და ამ „ბრუტალური“ დაარტყმის შემდეგ ის დაეცა, შემდეგ კი უმალვე წამოდგა.
შესაძლოა, ეს ყვითელი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი რაღაცისთვის ხალხი თუ გავაძევეთ, მოედანზე ფეხბურთელები აღარ დარჩებიან.
სიტუაცია მეორდება, მსგავსი რამ უკვე ნორმაში შედის - ასე არ უნდა იყოს. კარგი იქნებოდა, თანაბარ პირობებში რომ შეგვძლებოდა თამაში.
ყოველთვის, როცა ამ სტადიონზე ჩამოვდივართ, სიტუაცია ჩვენს საწინააღმდეგოდ ვითარდება. ვიდეორეფერიმ შესაძლოა შენს სასიკეთოდ იმუშავოს, ან შენ საწინააღმდეგოდ, მაგრამ აქ სულ მეორე ხდება.“ - აღნიშნა სიმეონემ.