ავტორიზაცია

VIDEO: ტენ ჰაგის პირველი ტიტული იუნაიტედში - მანჩესტერმა ლიგის თასის ფინალში ნიუკასლს აჯობა

თარიღი 26 თებ 2023, 22:45
ინგლისის ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ დაამარცხა.

შეხვედრა „უემბლიზე“ გაიმართა და „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

კაზემირომ ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, 6 წუთში კი სვენ ბოტმანმა ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ერიკ ტენ ჰაგისთვის ეს „იუნაიტედის“ სათავეში პირველი ტიტული აღმოჩნდაა, რომელიც მან თავის პირველივე სეზონში მოიგო.