"გსურს, ორი ბილეთი შენთვის გადავდოთ?" - FIBA კვარაცხელიას მიმართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

რა თქმა უნდა, კალათბურთელებს ეს წარმაება "ნაპოლის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიულოცა.
FIBA-ს ოფიციალური გვერდი კი კვარაცხელიას გამოეხმაურა:
"გსურს, მსოფლიო ჩემპიონატის 2 ბილეთი შენთვის გადავდოთ?" - წერს FIBA.
