ავტორიზაცია

ემილიანო მარტინესი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარეა!

ემილიანო მარტინესი ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო მეკარეა!
თარიღი 28 თებ 2023, 00:37
ფიფას The Best-ის დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო მეკარე დასახელდა.

განსხვავებით France Football-ისგან, რომელმაც წლის საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუა დაასახელა, ფიფას ვერსიით, წლის საუკეთესო არგენტინელი ემილიანო მარტინესი გახდა.

სამეულში მარტინესის გარდა კურტუა და იასინ ბონოც იმყოფებოდნენ.

გასულ მუნდიალზე მარტინესი ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა.