მორიგი რეკორდი: მესი პირველი მოთამაშეა, რომელიც ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სამ სხვადასხვა დეკადაში მოიპოვა
არგენტინის ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა.
დღეს, არგენტინის ნაკრების ლიდერმა ფიფას 2022 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
დღეს, არგენტინის ნაკრების ლიდერმა ფიფას 2022 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა.
მანამდე არგენტინელს ჯილდო ექვსჯერ ჰქონდა მოგებული, აქედან ხუთი გასულ ათწლეულში და კიდევ ერთი - 2009 წელს.
ამგვარად, მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც ფიფამ სამი სხვადასხვა ათწლეულის განმავლობაში საუკეთესოდ აღიარა.