ავტორიზაცია

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები საუკეთესოდ აღიარეს

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები საუკეთესოდ აღიარეს
თარიღი 28 თებ 2023, 02:46
არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები ფიფას მიხედვით 2022 წლის საუკეთესო გულშემატკივრებად არიან აღიარებულნი. 

მათ ჯილდო ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისთვის მიიღეს.

ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მანამდე გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი 1978 და 1986 წლებში მოიგო.

ფიფას The Best-ის დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართება.