ავტორიზაცია

ჯანლუკა დი მარციო: "კვარას ფასი? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და უკეთესი ჯერ არაფერი უჩვენებია"

ჯანლუკა დი მარციო: "კვარას ფასი? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და უკეთესი ჯერ არაფერი უჩვენებია"
თარიღი 01 Mar 2023, 00:27
ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ექსპერტის თქმით, სიმართლე არ არის, რომ "ნაპოლიში" ტრანსფერამდე ქართველი ფეხბურთელი უცნობი იყო.

"ნაპოლიმ კიმ მინ-ჯე და კვარაცხელია ძალიან იაფად იყიდა, განსაკუთრებით ქართველი, რომელიც მხოლოდ 10 მილიონი დაუჯდათ.

სიმართლე არ არის, რომ მას არავინ იცნობდა, ეს ტყუილია. უბრალოდ, რუბინი პანდემიის დროს 30 მილიონ ევროს ითხოვდა. 

კვარას ფასი? მუდრიკში 100 მილიონი გადაიხადეს და უკეთესი ჯერ არაფერი უჩვენებია. ",- თქვა დი მარციომ.

კვარამ მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.