რონალდუ საუდის არაბეთში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთში ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს.
გასაკვირი არაა, რომ 38 წლის თავდამსხმელი ჩემპიონატში თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გასულ თვეს, რონალდუმ "ალ ნასრის" მაისურით 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
18 ტურის შემდეგ, კრიშტიანუს გუნდს 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.