ავტორიზაცია

პერესმა "ბომბა თანხა" გაამზადა - ახალი დეტალები კვარაცხელიას რეალში შესაძლო ტრანსფერზე

პერესმა "ბომბა თანხა" გაამზადა - ახალი დეტალები კვარაცხელიას რეალში შესაძლო ტრანსფერზე
თარიღი 01 მარ 2023, 13:19
ბოლო პერიოდში, "ნაპოლის" ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერება.

იტალიური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ამ საკითს უკვე სერიოზულად უყურებს და მზადაა, ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

მეტიც, გამოცემა წერს, რომ "რეალის" პრეზიდენტი ქართველი ფეხბურთელისთვის "ბომბა თანხას" ამზადებს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, თუმცა სამეფო კლუბი ტრანსფერზე მუშაობას ამ ზაფხულსვე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ "რეალის" გარდა, კვარაცხელიას შეძენით სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებიან.